ჯაჭვლიანი წულუკიანის წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს

ჯაჭვლიანი წულუკიანის წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს

15-02-2022, 14:23 - 2022
923
       

მკლავჭიდის ეროვნული ფედერაცია კულტურისა და სპორტის სამინისტროს წინააღმდეგ სამართლებრივ დავას იწყებს. 

სამინისტროს კანცელარიაში, ფედერაციის პრეზიდენტმა სოსო ჯაჭვლიანმა და მისმა უფლებადამცველმა კახა კოჟორიძემ წერილი უკვე შეიტანეს. 

როგორც სოსო ჯაჭვლიანმა განაცხადა, 2021 წელს ბათუმში უნდა ჩატარებულიყო მსოფლიო ჩემპიონატი, რომელიც სამინისტროს გადაწყვეტილებით გაუქმდა და მიზეზად ეპიდვითარება დასახელდა. ამის გამო, მსოფლიო მკლავჭიდის ფედერაციამ ქართულ მკლავჭიდის ფედერაციას სოლიდური ჯარიმა  - 900 ათასი დოლარი  და 20 ათასი ევრო დააკისრა.

სოლიდური ჯარიმის გარდა, ქართველ მკლავჭიდელებს 4 წლიანი დისკვალიფიკაცია მისცეს და ამ პერიდოში ვერც ერთ საერთაშორისო ღონისძიებაზე ისინი ვერ იასპარეზებენ. ჯარიმის გადაუხდელობის შემთხვევაში კი შესაძლოა დისკვალიფიკაცია მუდმივი გახდეს.

ფედერაცია წულუკიანის უწყებას მიმართავს, როგორც შუამავალს, დაეხმაროს თანხის გადახდაში, წინააღმდეგ შემთხვევაში დაიწყებენ სამართლებრივ დავას.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები