„ორი მთავარი იარაღი რჩება „ომიკრონთან“ საბრძოლველად, ეს არის პირბადე და აცრა“, - ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ განაცხადა.
მისი თქმით, ვერც ღია და ვერც დახურულ სივრცეებში პირბადეს ჯერ ვერ შეველევით.
„აცრა და ბუსტერი განსაკუთრებით დღეს „ომიკრონთან“ მიმართებაში იცავს ადამიანს ყველაზე უფრო მთავარისგან, ეს ახლავთ გართულება, რომელიც იწვევს ჰოსპიტალიზაციას, მოხვედრა ინტენსიურ თერაპიაში, რეანიმაციისა და ფატალური გამოსავლისგან. ამიტომ დღეს ორი მთავარი იარაღი რჩება „ომიკრონთან“ საბრძოლველად, ეს არის პირბადე და აცრა. პირბადეს ჩვენ ჯერ ვერ შეველევით, ვერც ღია და ვერც დახურულ სივრცეებში და ეს უნდა გახდეს ჩვენი ცხოვრების ერთ-ერთი მთავარი წესი“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.