ლარი დოლართან მიმართებით 0.82 თეთრით გამყარდა, ხოლო ევროსთან 7.96 თეთრით გაუფასურდა.
11 ნოემბრის ვაჭრობის შედეგად, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.7179 ლარია, ერთი ევროსი კი - 2.7910 ლარი. 
ოფიციალური კურსით ევრო დოლარზე 7.3 თეთრით ძვირია. 
24 თებერვლიდან დღემდე, ევრომ დოლართან მიმართებით თავისი ღირებულების 12%-ზე მეტი დაკარგა. 
ევროკავშირის 19 ქვეყნის ერთიანი ვალუტის გაუფასურება დიდწილად დოლარის სიძლიერითა და ევროზონის ეკონომიკური ზრდის პროგნოზების გაუარესებითაა განპირობებული.
 
 
    
    
 
 








 
                    
                 









 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
