ამირან გამყრელიძე - „ომიკრონის“ ტალღის პიკს გავდივართ

ამირან გამყრელიძე - „ომიკრონის“ ტალღის პიკს გავდივართ

15-02-2022, 12:31 - 2022
1 101
       

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანა „ომიკრონის“ ტალღის პიკს გადის.

მისი თქმით, სავარაუდოა, რომ მომდევნო კვირიდან ქვეყანაში შემთხვევების რაოდენობა კლებისკენ წავა, თუმცა შესაძლოა, კლების პერიოდი გახანგრძლივდეს.

„ბოლო დღეების მაჩვენებლები ეპიდსიტუაციის ოდნავ მაგრამ მაინც იკლებს. ყველაფერი ეს მიუთითებს, რომ ჩვენ გადავდივართ პიკს ომიკრონის ტალღის და ვფიქრობთ, რომ ამ კვირის განმავლობაში თანდათან შემთხვევების რაოდენობა დაიკლებს. თუმცა ეს შესაძლოა გახანგრძლივდეს გარკვეული პერიოდის განმავლობაში რამდენიმე მიზეზის გამო“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები