წელს, საქართველოდან რუსეთში სპირტიანი და ალკოჰოლური სასმელების ექსპორტი 65%-ით გაიზარდა.
კერძოდ, 2022 წლის იანვარ-სექტემბერში საქართველოდან 40.6 მლნ აშშ დოლარის ალკოჰოლური და სპირტიანი სასმელის ექსპორტი განხორციელდა, გასული წლის ანალოგიურ პერიოდში კი, 24.6 მლნ აშშ დოლარის.
ამის შესახებ ინფორმაციას BPN ავრცელებს.
გამოცემა ასახელებს 5 კომპანიას, რომელსაც რუსეთში ყველაზე დიდი რაოდენობით პროდუქცია გააქვს:
- სს კოტეხი -გურჯაანის ღვინის ქარხანა - სააქციო საზოგადოებას სამეთვალყურეო საბჭო მართავს, სადაც თამჯდომარე „ქართული ოცნების“ დეპუტატის ძმა დავით დუგლაძეა, თავმჯდომარის მოადგილე, ბიძინა ივანიშვილის ძმა ალექსანდრე ივანიშვილი. სამეთვალყურეო საბჭოს წევრია, ზაალ დუგლაძის მეუღლე, ეკატერინე დუგლაძე.
- შპს Bolero & Company - წილის 100%-ს საქართველოსა და რუსეთის ორმაგი მოქალაქე ვახტანგ კარიჭაშვილი ფლობს.
- შპს GVMT Group - ამ შემთხვევაში, კომპანიის წილს სრულად ვახტანგ კარიჭაშვილი ფლობს.
- შპს ასკანელი ძმები - წილის 55%-ს გოჩა ჩხაიძე ფლობს 45%-ს კი, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოება ასკანელი ვაინერი & დისტილერი, რომელიც ასევე გოჩა ჩხაიძის საკუთრებაა.
- შპს კახური ტრადიციული მეღვინეობა - კომპანიის 100%-ს ზურაბ ჩხაიძე ფლობს.