სუს-ის მაღალჩინოსანი, ირაკლი ჯანელიძე, რომელიც ხაშურის დეპარტამენტს წლების განმავლობაში ხელმძღვანელობდა, საკუთარ კაბინეტში გარდაცვლილი იპოვეს.
არსებული ინფორმაციით ჯანელიძე საღამოს საათებში სამსახურში მარტო იმყოფებოდა.
ის ადგილზე მისულმა ერთ-ერთმა თანამშრომელმა უგონო მდგომარეობაში იპოვა. ადგილზე სასწრაფო დახმარების ბრიგადა გამოიძახეს, თუმცა მედიკოსებმა მამაკაცის გარდაცვალება დაადასტურეს.
გარდაცვლილი ექსპერტიზის ბიუროში გადაასვენეს. სპეციალისტები რამდენიმე დღეში დაადგენენ ჯანელიძის გარდაცვალების ზუსტ მიზეზს.
მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.