ლარი დოლართან მიმართებით 0.26 თეთრით გაუფასურდა, ხოლო ევროსთან 0.62 თეთრით.
8 ნოემბრის ბოლოს, ერთი აშშ დოლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი 2.7366 ლარია, ერთი ევროსი კი - 2.7366 ლარი. 
ოფიციალური კურსით დოლარი და ევროს ღირებულება ერთი და იგივეა. 
კომერციულ ბანკებში დოლარის ღირებულება 2.78 ლარია, ხოლო ევროსი - 2.80 ლარი. რაც შეეხება სავალუტო ჯიხურებს, დოლარის და ევროს შეძენა 2.75 ლარად შეგიძლიათ.
24 თებერვლიდან დღემდე, ევრომ დოლართან მიმართებით თავისი ღირებულების 12%-ზე მეტი დაკარგა. ევროკავშირის 19 ქვეყნის ერთიანი ვალუტის გაუფასურება დიდწილად დოლარის სიძლიერითა და ევროზონის ეკონომიკური ზრდის პროგნოზების გაუარესებითაა განპირობებული.
 
 
    
    
 
 








 
                    
                 









 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
 
