პარტია "საქართველოსთვის" ერთ-ერთმა ლიდერმა, ანა ბუჩუკურმა სკანდალური განცხადება გააკეთა.
ბუჩუკურმა განმარტა, რომ პრემიერ-მინისტრად გახარიას წარდგენის დოკუმენტს სწორედ ივანიშვილმა მოაწერა ხელი.
“გიორგი გახარია “ტვიტით“ ენტონი ბლინკენის განცხადებას გამოეხაურა. ის რომ ჩვენს ქვეყანაში კორუფცია და ოლიგარქია მნიშვნელოვანი გამოწვევაა, ეს მხოლოდ ჩვენი გუნდის აღმოჩენა არ არის. ამაზე საერთაშორისო საზოგადოება თანხმდება. რაც შეეხება იმას, თუ ვინ არის ოლიგარქი, ბიძინა ივანიშვილი ევროკავშირის ოფიციალურ დოკუმენტში დასახელებულია ოლიგარქად და არც ეს არის ჩვენი გუნდის აღმოჩენა.
არაფორმალური მმართველობის პრობლემა მას შემდეგ გაჩნდა, როცა ივანიშვილმა საჯაროდ განაცხადა, რომ პოლიტიკას ტოვებდა, თუმცა შემდგომში არაერთხელ დადასტურდა, რომ არსად არ წასულა. ამის პირველი დადასტურება სწორედ ჩვენს გუნდს უკავშირდება - მან თქვა რომ პოლიტიკიდან მიდიოდა, თუმცა გახარიას ოპოზიციაში გადასვლის შემდეგ, საკუთარი პოლიტიკური პოზიცია წერილობით გამოხატა და ამით მთელ “ქართულ ოცნებას“ მწვანე აუნთო. “ქართულმა ოცნების“ ლიდერშიფმა გახარიას წინააღმდეგ ცეცხლის გახსნა სწორედ ამის შემდეგ გაბედა. ამის შემდეგ არაერთი გამოვლინება ვნახეთ, მათ შორის როდესაც “ქართული ოცნების“ მთელი ლიდერშიფი გამოდის და ივანიშვილის ფულისა და კეთილდღეობის დასაცავად სახელმწიფო აპარატს იყენებს. ვნახეთ თავდასხმები აშშ-ი ელჩის წინააღმდეგ, ვნახეთ როგორ მონაწილეობს სახელმწიფო შვეიცარიაში კერძო სუბიექტებს შორის მიმდინარე დავაში - ნეტავ, გაბედოს “ქართულმა ოცნებამ“ და გიორგი გახარიას ან ჩვენი გუნდის ნებისმიერ წევრს დებატებში დაუჯდეს, მაგრამ მათ ამის გამბედაობა არ გააჩნიათ“, - განაცხადა ანა ბუჩუკურმა.