რუსეთში, არხანგელსკის ოლქში, სამხედრო "კამაზმა" 20 წვევამდელს გადაუარა.
ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, შემთხვევა ქალაქ მირნიში მოხდა. დაღუპულია 2 და დაშავებულია 11 წვევამდელი.
არსებული ინფორმაციით, მძღოლი 22 წლისაა და თავადაც სამხედროა.
სხვა დეტალები ჯერ-ჯერობით უცნობია.