„სტრატეგია აღმაშენებელი“, „გირჩი-მეტი თავისუფლება“ და „დროა“ ერთობლივ თანამშრომლობაზე შეთანხმდა

„სტრატეგია აღმაშენებელი“, „გირჩი-მეტი თავისუფლება“ და „დროა“ ერთობლივ თანამშრომლობაზე შეთანხმდა

26-10-2022, 19:32 - 2022
476
       

„სტრატეგია აღმაშენებელი“, „გირჩი-მეტი თავისუფლება“ და „დროა“ კოორდინაციასა და ერთობლივ თანამშრომლობაზე შეთანხმდა.
 
პარტიების ლიდერების თქმით, გაერთიანების გარეშე „ქართული ოცნების“ რეჟიმის დამარცხება უკიდურესად რთულია და სხვა ალტერნარტივა არ არსებობს.
 

„ქვეყანას აქვს არჩევანი გასაკეთებელი, ან მივდივართ დასავლეთისკენ და ევროპისკენ, ან ვრჩებით რუსეთის გავლენის ქვეშ, ამ მოცემულობაში მგონია, რომ ოპოზიციის გაერთიანება ამ საერთო მიზნისკენ, რომ ეს ქვეყანა გახდეს ევროპული სივრცის ნაწილი, არის უკიდურესად მნიშვნელოვანი.
 
გაერთიანების, კოორდინაციის და ერთობლივი მოქმედების გარეშე ამ სისტემის და ამ მონსტრის დამარცხება, ივანიშვილით სათავეში, უკიდურესად რთულია, ყველასთან ვსაუბრობთ და ვცდილობთ, რომ გადაკვეთის წერტილები ვიპოვოთ“, - განაცხადა ზურაბ ჯაფარიძემ.

 
„რომ გვჯეროდეს,  რომ ცალკე აღებულს, ჩვენ შეგვიძლია რომ დავამარცხოთ ეს დიდი პრორუსული ძალა, რომელიც არის ჰიბრიდული ბრძოლის მთავარი იარაღი, დიდი სიამოვნებით, მაგრამ ერთიანობაა გზა. მე იმედი გვაქვს, რომ ამისთვის დროც არის და სხვებიც ნახავენ, რომ სხვა გზა და ალტერნატივა არ არსებობს“,  - განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

 
„ამიტომ, ვინც არ უნდა იყოს, მარტოც რომ ვიყო, მარტოც ვიმუშავებ, დღეს მარტო არ ვარ, მე, ზურას და გიორგის სრული თანხვედრა გვაქვს ამ ეტაპისთვის პოზიციების და ერთად ვიმუშავებთ, ვიმუშავებთ სხვა პარტიებთან, რომ დავარწმუნოთ ჩვენი გზის სისწორეში. თუ ჩვენ რაღაცა საერთო ერთობას ამ ეტაპისთვის ვერ ვაკეთებთ განსხვავებული პოზიციების გამო, ეს ამას არ ნიშნავს, რომ ერთმანეთს ზურგს ვაქცევთ, არ არის ინტერესი ერთმანეთში რას ვლაპარაკობთ, მნიშვნელოვანია, საზოგადოებამ დაინახოს, ამ ლაპარაკის შედეგი, რაც არის კონკრეტული საქმე“, - განაცხადა ელენე ხოშტარიამ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები