მოწამლეს თუ არა მიხეილ სააკშვილი - ტოქსიკოლოგიური ექპერტიზის დასკვნა ხვალ გასაჯაროვდება.
დოკუმენტს მესამე პრეზიდენტის ადვოკატები აშშ-დან მიიღებენ.
ამის შესახებ განცხადებას სააკაშვილის ადვოკატი შალვა ხაჭაპურიძე აკეთებს.
"ველოდებით კიდევ ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნას, რომელიც ამერიკაში დაწყებულია და აი, ყოველდღე ველოდებით მის პასუხს. ფაქტია ერთი, რომ ტოქსიკოლიგიური დაინიშნა. ტოქსიკოლოგიური ექსპერტიზის ჩატარებაზე რეკომენდაცია „ვივა-მედის“ ერთ-ერთი ექიმისგან გაიცა 25 მაისს, ტუმცა ამ ტიპის შემოწმება მას მთელი ამ წლის განმავლობაში არ ჩატარებია. ცაიკარგა შემდგომ საქმის მასალებში. მას შემდეგ, რაც მე ცავერთე, ეს წამოწეული იყო ეს მასალები და დაუვუკავშრდაით, რა თქმა უნდა, იმ ექიმსაც და იმ ექიმმა კვლავ განაცხადა, რომ აუცილებელია მას ტოქსიკოლოგიური კვლევები ჩაუტარდეს და ეს კვლევები ჩაუტარდა. ბევრი ნევროლოგიური პრობლემა შეიძლება გამომდინარეობდეს აქედან. რაიმე მედიკამენტით არასწორად მკურნალობით, ვთქვათ და ა.შ.", - განაცხად შალვა ხაჭაპურიძემ.