უკრაინა: მტერმა მთლიანად დატოვა ხერსონის ორი დასახლება

უკრაინა: მტერმა მთლიანად დატოვა ხერსონის ორი დასახლება
22-10-2022, 23:45 - 2022
396

უკრაინის გენერალური შტაბის ინფორმაციით, რუსული ჯარები კვლავ აგრძელებენ ხერსონის ოლქის ტერიტორიების დატოვებას.


როგორც ცნობილია, უკრაინამ უკვე მთლიანად გაათავისუფლეს ჩარივნისა და ჩკალოვის დასახლებები.

"რუსეთის საოკუპაციო ძალების ცალკეული ნაწილები კვლავ აგრძელებენ ხერსონის ოლქის დროებით ოკუპირებული ტერიტორიის დატოვებას. ამავე დროს, გახშირდა ადგილობრივი მოსახლეობის ძარცვისა და მაროდიორობის შემთხვევები. არსებული ინფორმაციით, მტერმა სრულად დატოვა ჩარივნისა და ჩკალოვის დასახლებები. ბერისლავიდან ოფიცრები და სამედიცინო ოფიცრები ევაკუირებულნი არიან", - ნათქვამია გენშტაბის განცხადებაში.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა