„ოცნება“ დიდ შარშია - გასაჯაროვდა სკანდალური მტკიცებულებები

„ოცნება“ დიდ შარშია - გასაჯაროვდა სკანდალური მტკიცებულებები

22-10-2022, 22:19 - 2022
1 801
       

„ქართული ოცნების“ წევრმა, ლაშა ლაბაძემ, რომელმაც რამდენიმე დღის წინ სკანდალური ინფორმაცია გაავრცელა, არჩევნების გაყალბების მტკიცებულებებს ასაჯაროვებს.

ლაბაძემ გაავრცელა დოკუმენტები, რომელიც არჩევნების გაყალბებას ამტკიცებს. 

ლაბაძემ 40-მდე დოკუმენტი გაასაჯაროვა, რომელიც, მისივე მტკიცებით, ისნის რაიონის თავმჯდომარემ კახა ლაბუჩიძემ მიაწოდა.

დოკუმენტებით მტკიცდება, რომ ისნის გამგეობას მარტოხელა მოხუცმა, ნელი მერაბივმა ერთჯერადი დახმარების სახით 150 ლარი სთხოვა. მოხუცი ფაქტს ადასტურებს და ამბობს, რომ თუ 41-ს შემოხაზავდა მოთხოვნას დაუკმაყოფილებდნენ, თუმცა ის მოატყუეს.

დოკუმენტებში სხვა მოქალაქეებიც ფიგურირებენ, რომლებიც სხვადასხვა საჭიროებების გამო ისნის გამგეობას ერთჯერად ფულად დახმარებას სთხოვდნენ, ნელი მერაბოვას მსგავსად „ქართულმა ოცნებამ“ ამ მოქალაქეებსაც სთხოვა არჩევნებში დახმარება. აღნიშნულ ფაქტს ყველა მათგანი ადასტურებს - დაპირებული ფული არც ერთს არ აუღია.

ლაბაძის მიერ გავრცელებული დოკუმენტებით სხვა მნიშვნელოვანი დეტალებიც ირკვევა - მმართველი პარტიის მიერ დაქვემდებარებული ხალხი მოქალაქეების პერსონალურ ინფორმაციასაც ფლობს, რაც კანონის დარღვევაა.

ბრალდებებს ამ დრომდე „ქართული ოცნების“ არც ერთი წევრი არ პასუხობს.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები