თბილისში, ლაღიძის ქუჩაზე, სავარაუდოდ, ხელყუმბარა ააფეთქეს.
აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაშავდა, ისინი კლინიკაში გადაიყვანეს.
თვითმხილველების ინფორმაციით, ქუჩაში, ხელყუმბარა ერთმა პირმა მეორეს ესროლა.
შსს-ს ინფორმაციით, მომხდარზე გამოძიება 19-109 და 236-ე მუხლებით დაიწყო, რაც 2 ან ორ პირზე მეტის განზრახ მკვლელობის მცდელობას და ცეცხლსასროლი იარაღის შეძენა-შენახვა-ტარებას გულისხმობს. ადგილზე საგამოძიებო მოქმედებები მიმდინარეობს.