„ვერ ვიქნები პარტიაში, რომელსაც გაქცეული კეზერაშვილი აფინანსებს“  - „ენმ“-ს ერთ-ერთი თავმჯდომარე გადადგა

„ვერ ვიქნები პარტიაში, რომელსაც გაქცეული კეზერაშვილი აფინანსებს“ - „ენმ“-ს ერთ-ერთი თავმჯდომარე გადადგა

19-10-2022, 00:50 - 2022
814
       

ხელვაჩაურის საკრებულოში ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე მალხაზ თავდგირიძემ, პარტია და ფრაქციის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვა.
 
როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მის მიმართ „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ აჭარის ორგანიზაციის ლიდერების მხრიდან შანტაჟი ხორციელდება.
 
ბოლო პერიოდში მიმდინარეობდა შანტაჟი. პირადი მიმოწერები და სატელეფონო საუბრები მესამე პირს გადასცეს. მე ვერ ვიქნები იმ პარტიაში, რომელსაც საქართველოდან გაქცეული კეზერაშვილი აფინანსებს. სამართალდამცავებს უკვე მივმართე და მტკიცებულებები წარვუდგინე“,- განაცხადა მალხაზ თავდგირიძემ.
 
ცნობისთვის, აღნიშნულის გამო, ბათუმის პოლიციის განყოფილებაში „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ ლიდერი ელგუჯა ბაგრატიონი და პარტიის წევრი მამუკა ჯევაიში გამოკითხვაზე იმყოფებიან.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები