ამირან გამყრელიძე ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას პასუხობს

ამირან გამყრელიძე ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებას პასუხობს

14-02-2022, 15:53 - 2022
16 473
       

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორი, ამირან გამყრელიძე ამბობს, რომ ბოლო კვლევებით, „ომიკრონის“ შემდეგ იმუნიტეტი დიდხანს არ ნარჩუნდება. 

გამყრელიძე ამბობს, რომ მთავარი გამოსავალი არის აცრა და ბუსტერი.

ომიკრონის გადატანის შემდგომ გარკვეულად იმუნიტეტი დიდხანს არ რჩება, ამიტომ ყველასთვის მოწოდებაა აცრა, ვინც არ არის აცრილი და განსაკუთრებით ბუსტერი, ვინც 2-ჯერ აცრილია. 

ბუსტერზე უკვე ბევრი კვლევაა, სერიოზულად იცავს ინფიცირებისგან, მათ შორის ომიკრონის, ჰოსპიტალიზაციისგან და ფატალური გამოსავლისგან“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

შეგახსენებთ, რომ პრემიერმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ „ომიკრონის" დროს, უმეტეს შემთხვევაში ვაქცინა არ მუშაობს.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები