ჩვენი გუნდის წევრი, რეგიონალური ჟურნალისტი, ანი შველიძე მის ნამდვილ ოჯახს ეძებს.
ანიმ რამდენიმე დღის წინ ანონიმურად შეიტყო, რომ ოჯახი, სადაც წლების მანძილზე იზრდებოდა, მისი ბიოლოგიური მშობლები არ იყვნენ.
„1997 წელი, 20 ივნის, ხონის საავადმყოფო..
რამდენიმე ხნის წინ მომივიდა შეტყობინება, რომლის მეშვეობითაც გავიგე, რომ ჩემი გამზრდელი მშობლები თურმე ბიოლოგიური მშობლები არ არიან, თუმცა ვინც მე გამზარდა ისინი დაღუპულები არიან.
მოვიძიე ინფორმაცია, ვიცი დავიბადე ხონის საავადმყოფოში, მყავს სამი უფროსი და-ძმა და მიახლოებით ვიცი, რომ ხონის მიმდებარედ ცხოვრობენ…
სხვა ინფორმაცია არ მაქვს, იქნებ თარიღი ვინმეს გეცნობოდეთ. ვერ ვხვდები საიდან რა დავიწყო, ყველა მეუბნება რომ არაფერი იციან, მაგრამ მე ვინც მომწერა ხომ
რეალურად ყველაფერი ცნობილია მისთვის...
იქნებ დამეხმაროთ“, - წერს ჟურნალისტი.