ქართული მხარე ყირიმის ხიდის აფეთქების შესახებ განცხადებას აკეთებს და ბრალდებას პასუხობს

ქართული მხარე ყირიმის ხიდის აფეთქების შესახებ განცხადებას აკეთებს და ბრალდებას პასუხობს

12-10-2022, 22:30 - 2022
763
       

შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილემ, ალექსანდრე დარახველიძე ყირიმის ხიდის აფეთქებაზე რუსეთის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას უარყოფს.
 
ის ამბობს, რომ საქართველოს ამ საკითხთან არანაირი შემხებლობა არ აქვს.
 
საქართველოს აღნიშნულ საკითხთან არანაირი შემხებლობა არ აქვს. როგორც ტრანზიტული, ასევე არატრანზიტული ტვირთები საქართველოში გადის საბაჟო კონტროლს და მსგავსი საეჭვო ფაქტი არ დაფიქსირებულა“, - განაცხადა დარახველიძემ.
 
შეგახსენებთ, კრემლმა დღეს თქვა, რომ „ტერაქტის საქმეზე“ დაკავებულია 8 პირი, მათგან რუსეთის 5, უკრაინის და სომხეთის 3 მოქალაქე, გამოვლენილია ტერაქტის მომზადების 12 თანამზრახველი, მათგან 2 საქართველოს მოქალაქეა.

დასახელებულია მათი ვინაობაც - სანდრო ინასარიძე   და  ვინმე ლევანი. მოსკოვის მტკიცებით, აფეთქება უკრაინის დაზვერვის ხელმძვანელმა კირილ ბუდანოვმა დაგეგმა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები