რუსული მედიის ინფორმაციით, სატვირთო ავტომობილს, რომელმაც ყირიმის ხიდზე ასაფეთქებელი ნივთიერება მიიტანა, ქართული სანომრე ნიშანი ჰქონდა.
აღნიშნულ ფაქტს საქართველოს ხელისუფლების მხრიდან მხოლოდ პარლამენტის იურიდიული კომიტეტის თავმჯდომარე გამოეხმაურა.
მისი განცხადებით, ოკუპანტი ქვეყნისგან მსგავსი ტიპის ბრალდებები გასაკვირი არ არის.
"გიკვირთ, რომ ოკუპანტი ყოველ ჯერზე ბევრ საკითხზე ხელს საქართველოსკენ გამოიშვერს? ოკუპაციის პირობებში ეს გაგიკვირდათ, რომ ვინმემ უსამართლოდ ხელი ჩვენსკენ გამოიშვიროს?
რაც შეეხება შინაარსს, ამ საკითხთან დაკავშირებით უნდა დაელოდოთ-ხოლმე შესაბამისი სამსახურების განცხადებებს. სხვა შეფასებაში მე ვერ შევალ", - განაცხადა ანრი ოხანაშვილმა.