მოლდოვის ცაზე რუსული რაკეტები გამოჩნდა

მოლდოვის ცაზე რუსული რაკეტები გამოჩნდა

10-10-2022, 15:24 - 2022
633
       

მოლდოვის საგარეო საქმეთა მინისტრის, ნიკუ პოპესკუს თქმით, ქვეყნის საჰაერო სივრცე დაარღვია სამმა რუსულმა ფრთოსანმა რაკეტამ, რომელთა სამიზნეც უკრაინაში მდებარე ობიექტები იყო. 

პოპესკუმ იერიშები დაგმო.

სამმა ფრთოსანმა რაკეტამ, რომლებიც ამ დილით უკრაინის მიმართულებით შავ ზღვაში მყოფი რუსული გემებიდან უკრაინის მიმართულებით ისროლეს, მოლდოვის საჰაერო სივრცე გადაკვეთეს. 

გავეცი ბრძანება, გამოძახონ ელჩი ახსნა-განმარტების მოსაცემად.

მოლდოვა უმკაცრესად გმობს თავისი საჰაერო სივრცის დარღვევას რუსეთის ფრთოსანი რაკეტების მიერ, როცა რუსეთმა ამ დილით უკრაინულ ქალაქებზე იერიში მიიტანა“, -  წერს პოპესკუ Twitter-ზე. 

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები