დიდხნიანი პაუზის შემდეგ ვარლამ გოლეთიანი განცხადებას აკეთებს

დიდხნიანი პაუზის შემდეგ ვარლამ გოლეთიანი განცხადებას აკეთებს

10-10-2022, 00:33 - 2022
1 534
       

 მოძრაობა „რიონის ხეობის გადარჩენისთვის“ ხელმძღვანელი ვარლამ გოლეთიანი ქუთაისის ტრადიციული მუსიკის სკოლიდან გაათავისუფლეს. გოლეთიანი ამ სკოლაში გალობის ისტორიის მასწავლებლად 2020 წლის სექტემბრიდან მუშაობდა.


სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ ბრძანებაში, შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლად, ააიპ ქალაქ ქუთაისის კულტურულ, სახელოვნებო, საგანმანათლებლო დაწესებულებათა გაერთიანების დირექტორი ვაჟა ჯუღელი შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლას უთითებს. 

„ვარ გათავისუფლებული და განცხადებაში მოტივად დამიწერეს,  რომ ხელშეკრულების ვადა ამოიწურა და აღარ მიგრძელებენ. თუმცა არაფორმალურად მითხრეს, რომ ეს იყო ბრძანება გუბერნიიდან  და უკავშირდებოდა ჩემს აქტიურობას ნამახვანჰესთან დაკავშირებით“, - განაცხადა გოლეთიანმა.

სკოლაში აღნიშნული პოზიცია არ გაუუქმებიათ და ამჟამად ვაკანტურია.

ვარლამ გოლეთიანს ქუთაისის სასულიერო აკადემია და სემინარია აქვს დამთავრებული. ის თეოლოგიის ბაკალავრია. ტრადიციული მუსიკის სკოლისთვის მანვე შექმნა სასწავლო პროგრამა.













       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები