თავდაცვის მინისტრი ლუკაშენკოზე - შეცდომა ნებისმიერ ქვეყანას ძვირი დაუჯდება

თავდაცვის მინისტრი ლუკაშენკოზე - შეცდომა ნებისმიერ ქვეყანას ძვირი დაუჯდება

29-09-2022, 00:24 - 2022
519
       

საქართველოს თავდაცვის მინისტრი ჯუანშერ ბურჭულაძე ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრე ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტს გამოეხმაურა.

მისი თქმით, ეს ფაქტი ხელს არ უწყობს ბელორუსა და საქართველოს შორის ურთიერთობას.

ჩვენ გვექნება უმკაცრესი რეაგირება ვიზიტთან დაკავშირებით და, მით უმეტეს, თუ იქნება მწვავე ნაბიჯი გადადგმული რომელიმე სახელმწიფოს მიერ.

არ ვურჩევდი არცერთი ქვეყნის ლიდერს დაუშვას ისეთი შეცდომა, რომლის გამოსწორებაც მის ქვეყანას ძვირი დაუჯდება, ან საერთოდ არ იყოს შესაძლებლობა ამ შეცდომის გამოსწორების
“, - განაცხადა ბურჭულაძემ.


ცნობისთვის, დღეს 28 სექტემბერს ბელარუსის პრეზიდენტი ალექსანდრ ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში ჩავიდა.

აღნიშნულთან დაკავშირებით, ბელარუსის ელჩი დღეს საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები