ბელარუსის პრეზიდენტი აფხაზეთში ჩავიდა

ბელარუსის პრეზიდენტი აფხაზეთში ჩავიდა

28-09-2022, 17:35 - 2022
655
       

ბელარუსის პრეზიდენტი, ალექსანდრე ლუკაშენკო, აფხაზეთში ჩავიდა.

ამის შესახებ ინფორმაციას „ეხო კავკაზა“ ავრცელებს და წერს, რომ ლუკაშენკო ოკუპირებულ აფხაზეთში არაოფიციალური ვიზიტით იმყოფება.

გამოცემის ცნობით, სოციალურ ქსელებში ვრცელდება ვიდეომასალა, სადაც ჩანს, რომ საგზაო პოლიციის მანქანების თანხლებით აფხაზეთში ავტოკოლონა მოძრაობს.

უცნობია, რა არის ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლის მიზანი.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები