ლუკაშენკოს გამო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ბელარუსის ელჩი დაიბარეს

ლუკაშენკოს გამო საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში ბელარუსის ელჩი დაიბარეს

28-09-2022, 17:48 - 2022
627
       

ბელარუსის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ჩასვლის გამო, საქართველოში ბელარუსის ელჩი საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში დაიბარეს.

საგარეო უწყების ინფორმაციით, შეხვედრაზე ქართულმა მხარემ ბელარუსის მხარეს დამატებითი განმარტებები მოსთხოვა.

საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში პროტესტის ნიშნად საქართველოში ბელარუსის ელჩი ანატოლი ლისი დაიბარეს. ელჩთან შეხვედრა ბელარუსის რესპუბლიკის პრეზიდენტის ალექსანდრ ლუკაშენკოს ოკუპირებულ აფხაზეთში ვიზიტთან და საოკუპაციო რეჟიმის წარმომადგენლებთან შეხვედრას შეეხებოდა. ქართულმა მხარემ უკიდურესი შეშფოთება გამოთქვა აღნიშნულის გამო და ბელარუსის მხარეს დამატებითი განმარტებები მოსთხოვა“, - ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები