„ქართულმა ოცნებამ“ აშშ-სგან თავდაცვისუნარიონობის გასაძლიერებლად მრავალმილიონიან შეთავაზებაზე უარი თქვა

„ქართულმა ოცნებამ“ აშშ-სგან თავდაცვისუნარიონობის გასაძლიერებლად მრავალმილიონიან შეთავაზებაზე უარი თქვა

29-09-2022, 00:08 - 2022
936
       

„სტრატეგია აღმაშენებლის“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა, რომ საქართველოს მთავრობამ უარი თქვა, ქვეყნის თავდაცვისუნარიანობის გასაძლიერებლად, ამერიკის მრავალმილიარდიან შეთავაზებასა და მფრინავების გადამზადებაზე.

განცხადება ამის შესახებ ვაშაძემ „მთავარი არხის“ ეთერში განაცხადა.

„ექსკლუზიური ინფორმაციას მოგცემთ ამასთან დაკავშირებით. არსად არ მითქვამს ეს ინფორმაცია და ნუ მეტყვით რა წყაროებიდან მაქვს. უკრაინაში, ომის დაწყების მომენტიდან ამერიკულმა მხარემ, ჩემი ინფორმაციით,  საქართველოს მთავრობას, ეხლა გახდა ეს ჩემთვის ცნობილი, შესთავაზა მრავალმილიარდიანი პაკეტი საქართველოს თავდაცვისუნარიანობის გაძლიერებისთვის, რაც ნიშნავს, ლენ ლიზებიდან დაწყებული, სხვადასხვა მექანიზმებით , საქართველოსთვის ზეთანამედროვე შეიარაღების მიწოდებას. უფრო მეტიც, ამერიკულ წრეებში განიხილებოდა, როცა უკრაინელი მფრინავები გადამზადებაზე წაიყვანეს, წაეყვანათ ქართველი მფრინავებიც გადამზადებაზე. ამაზე ყველაფერზე უარი თქვა "ქართულმა ოცნებამ". ეს არის კიდევ ერთი მოღალატეობრივი ნაბიჯი, რომელიც ოცნებამ გადადგა“, - განაცხადა ვაშაძემ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები