შეიკრიბება თუ არა ეროვნული უსაფთხოების საბჭო? - შს მინისტრის მოადგილის განცხადება

შეიკრიბება თუ არა ეროვნული უსაფთხოების საბჭო? - შს მინისტრის მოადგილის განცხადება

28-09-2022, 19:43 - 2022
619
       

„როგორც კი საჭიროება დადგება, უსაფრთხოების საბჭო შეიკრიბება“,- ამის შესახებ ჟურნალისტებთან შს მინისტრის მოადგილე ალექსანდრე დარახველიძემ განაცხადა.

მისი თქმით, სამართალდამცავი უწყება კომპეტენციის ფარგლებში მუდმივად ახდენს რისკების და გამოწვევების ანალიზს.

უსაფრთხოების საბჭოს მოწვევას რაც შეეხება, როგორც კი ამის საჭიროება იქნება, მოხდება შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება. თუმცა, ყველა სამართალდამცავი უწყება კომპეტენციის ფარგლებში მუდმივად ახდენს რისკების და გამოწვევების ანალიზს და შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებას. როგორც კი ამის საჭიროება დადგება, ბუნებრივია, შეიკრიბება. არის კანონში განსაზღვრული გარემოებები, როცა უნდა შეიკრიბოს. პრეზიდენტთან იყო საუბარი და მიეწოდა დეტალური ინფორმაცია არსებული ვითარების შესახებ“, - განაცხადა დარახველიძემ.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები