„ერთიანი ნაციონალური მოძრაობა“ დიდ კრიზისშია, ბოლო დღეებში გავრცელდა რამდენიმე სკანდალური ინფორმაციაც.
პირველად ვიხილეთ ნიკა მელიას მწვავე განცხადება, სადაც ის კეზერაშვილს გაემიჯნა და მას პოლიტიკიდან ჩამოშორება ურჩია. ამ განცხადებას მოჰყვა ლევან ხაბეიშვილის კომენტარი - ამ უკანასკნელმა კეზერაშვილის პოზიცია დაიცვა. მელიას წინააღმდეგ გაილაშქრა აკაკი ბობოხიძემაც.
ამის შემდეგ ვიხილეთ ელენე ხოშტარიას განცხადება, სადაც მან კეზერაშვილთან პარტნიორობა აღიარა და „რაზბორკები“ დაგმო. ხოშტარიას განცხადებას მოჰყვა კეზერაშვილის მეუღლის პასუხი ნიკა მელიას.
რამდენიმე დღის წინ კი გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ენმ“-ს ოფისში ფიზიკურად დაუპირისპირდნენ ნიკა მელია, ენმ-ს სხვა წევრები და სამოქალაქო აქტივისტები.
აღნიშნულ ფაქტს, უარყოფთა თავად ნიკა მელია, თუმცა „მიშას სექტორის“ წევრმა ფაქტი აღიარა, რის შემდეგაც პარტიის ოფიციალურმა გვერდმა სოციალურ ქსელში ვრცელი განცხადება გაავრცელა.
შემდეგ იყო ჟურნისტის, ნანუკა ჟორჟოლიანის სკანდალური განცხადება, სადაც მან აქამდე უცნობი ფაქტები გაახმოავანა. მისი განცხადებით, პეტრე ცისკარიშვილმა მიხეილ სააკაშვილის მხარდასაჭერი აქციები ჩაშალა.