გიორგი მუმლაძე აღიარებს, რომ „ენმ“-ს ოფისში ფიზიკურად გაუსწორდნენ

გიორგი მუმლაძე აღიარებს, რომ „ენმ“-ს ოფისში ფიზიკურად გაუსწორდნენ
26-09-2022, 12:00 - 2022
892

მოძრაობა „საქართველოსთვის“ წევრი, გიორგი მუმლაძე ამბობს, რომ რამდენიმე დღის წინ პარტიის ოფისში თანამებრძოლებთან ერთად, იმ ბრალდებების გასარკვევად მივიდა, რომლის თანახმადაც, მათ რიგებში სუს-ის აგენტი ჰყავთ.

მუმლაძის თქმით, ნიკა მელია მისი და მისი მეგობრების დანახვამ და ასევე მისმა ფეისბუქ-აქტივობამ გააღიზიანა და პროვოკატორი უწოდა, რასაც მისი მხრიდან სიტყვიერი პასუხი, მელიას გარემოცვიდან კი ფიზიკური დაპირისპირება მოჰყვა.

მითხრა - შენ ხარ პროვოკატორი, რაზეც ჩემი მხრიდან არ დავმალავ იყო ასეთი რამე - მე და შენს შორის პროვოკატორის დედაც. ამის შემდეგ მოხდა ფიზიკური დაპირისპირება, რეალურად, მისი დაცვის წევრების ნაწილი, ასევე მძღოლი და კიდევ სხვა პირები ჩართული იყვნენ ამ ფიზიკურ დაპირისპირებაში.

რაც შეეხება ნიკა მელიას, რაღაც მომენტში პირიქით, წამახალისებელი იყო ამ დაპირისპირების. დღეს ასტრალში გავიდა ერთ-ერთი და პირადში დაიწყო მუქარა, რომ გამიხვრეტდა შუბლს. ეს ხალხი მოქმედებს ქართული ოცნების ხელდასმით და დაფარებით, თორემ ამას ვერ გაბედავდნენ, ეს ადამიანი არის თენგო სანაია.

გვინდა კარგი, ძლიერი იარაღი ბიძინა ივანიშვილთან და რუს ოლიგარქიასთან საბრძოლველად? მაშინ ყველამ ერთად ვთქვათ - წავიდეს ნიკა მელია
“, - განაცხადა გიორგი მუმლაძემ.


შეგახსენებთ, რომ რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ რომ „ენმ“-ს ოფისში გიორგი მუმლაძესა და ნიკა მელიას შორის დაპირისპირება მოხდა, რაც ფიზიკურ შეხლა-შემოხლაში გადაიზარდა.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა