„ენმ“-ს ოფისში, პარტიის წევრები ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
ამის შესახევ ინფორმაციას CNews.Ge ავრცელებს.
მათი ინფორმაციით, პარტიის ერთ-ერთმა ლიდერმა, გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა „მიშას სექტორის“ წევრს, ლაშა ხუსკივაძეს ჩანერგილი აგენტობა დააბრალა.
ხუსკივაძემ პეტრე ცისკარიშვილისგან ბოდიშის მოხდა მოითხოვა და პარტიის ოფისში მივიდა, სადაც მას ცისკარიშვილის ნაცვლად ნიკა მელია დახვდა.
მედიის ინფორმაციით, მელია და ხუსკივაძე ერთმანეთს ფიზიკურად გაუსწორდნენ.
ხუსკივაძემ მომხდარი არ დაადასტურა და აღნიშნა, რომ „მსგავს ფაქტს ადგილი არ ჰქონია“.