განხეთქილების მორიგი ეტაპი - მელია და კეზერაშვილი ერთმანეთს საჯაროდ დაუპირისპირდნენ

განხეთქილების მორიგი ეტაპი - მელია და კეზერაშვილი ერთმანეთს საჯაროდ დაუპირისპირდნენ

22-09-2022, 00:18 - 2022
1 028
       

„ენმ“-ს თავმჯდომარემ, ნიკა მელიამ ტელეკომპანია პირველის ეთერში განაცხადა, რომ კეზერაშვილთან არანაირი საერთო არასდროს ექნება.

მან ყოფილ თავდაცვის მინისტრს ურჩია, რომ პოლიტიკოს ჩამოშორდეს.

მე ამ ადამიანთან [კეზერაშვილთან] არანაირი საერთო არ მექნება, არც მაქვს. მიმაჩნია, რომ რაც უფრო შორს იქნება პოლიტიკური სპექტრისგან ეს ადამიანი, მით უფრო უკეთესი იქნება მისთვის - პირადად და ქართული პოლიტიკური ცხოვრებისთვის და მით უფრო - ბიძინა ივანიშვილის წინააღმდეგ ბრძოლის პროცესში. მხოლოდ ამას ვიტყვი ამჯერად“, - განაცხადა ნიკა მელიამ.

შეგახსენებთ, რომ რამდენიმე თვის წინ კულისებიდან გავრცელდა ინფორმაცია, რომ მელია და კეზერაშვილი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ, რამაც პარტიაში სიტუაცია არია.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები