კეზერაშვილი და მელია ერთმანეთს დაუპირისპირდნენ - ენმ-ში დიდი განხეთქილებაა

კეზერაშვილი და მელია ერთმანეთს დაუპირისპირდნენ - ენმ-ში დიდი განხეთქილებაა
9-07-2022, 00:22 - 2022
1 497

Cnews-ის ინფორმაციით, "ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში" განხეთქილება გაღვივდა, დავით კეზერაშვილი და ნიკა მელია ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

როგორც ცნობილია, კეზერაშვილმა პარტიაში საკადრო ცვლილებები მოითხოვა და სანაცვლოდ კი პარტიული აქტივობების დაფინანსება აიღო საკუთარ თავზე. 

მედიის ინფორმაციით, კეზერაშვილმა პარტიის გენერალურ მდივნად მისივე ბიზნესპარტნიორი, პეტრე ცისკარიშვილი, ხოლო საზოგადოებასთან ურთიერთობის მდივნად კი საკუთარი ცოლისძმა დიმიტრი ჩიქოვანი დანიშნა.

გავლენების გაძლიერებასთან ერთად ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა პოლიტიკური დღის წესრიგიც შეუცვალა პარტიას. დაფინანსება გაეზარდა საზოგადოებრივ აქტივობებსა და ცალკეულ პიროვნებებს.

კეზერაშვილის მიზანი ამ დროისთვის უცნობია, მაგრამ როგორც მედია იუწყება, ამ ქმედებებმა გააღიზიანა ნიკა მელია, რასაც მათ შორის პირადი დაპირისპირება მოჰყვა. 

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა