მობილიზაციის გამო, რუსეთმა როსტოვის ოლქი როგორც შემსვლელთათვის, ისე გამომსვლელთათვის ჩაკეტა.
ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციაშია აღნიშნული.
„რუსეთის ფედერაციის ტერიტორიაზე რუსეთის სამხედრო და პოლიტიკური ხელმძღვანელობის მიერ გამოცხადებული ნაწილობრივი მობილიზაციის ღონისძიებები გრძელდება. როსტოვის ოლქი დაკეტილია შემსვლელთათვის და გამსვლელთათვის. პირებს, რომლებიც არ იმყოფებიან რეგისტრაციის ადგილზე, ნათესავების მეშვეობით, სამი დღის ვადაში გამოცხადება უბრძანეს“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.