ტელეკომპანია ფორმულას ინფორმაციით, ქართველმა ოლიგარქმა, ბიძინა ივანიშვილმა, უსაფრთხოების მიზნით, სოფელ ჭორვილაში ბეტონის ბუნკერი ააშენა, რომელიც მისი რეზიდენციის ქვემოთ მდებარეობს.
ტელეკომპანიამ საიდუმლო ფაილები მოიპოვა, სადაც წერია, რომ ბუნკრი მეტალის კარითა და საიდუმლო გვირაბით არის აღჭურვილი. გვირაბი დაახლოებით 300 მეტრისაა და მისი მეშვეობით რეზიდენციის შეუმჩნევლად დატოვებაც არის შესაძლებელი.
მასალების მიხედვით, მიწისქვეშა ბუნკერში, რომელსაც ავტონომიური ელექტროენერგია და ჟანგბადის მიწოდების დანადგარები გააჩნია, 90 დღის სამყოფი საკვებია განთავსებული.