უკრაინელებმა სოფელი იაცკოვკა გაათავისუფლეს

უკრაინელებმა სოფელი იაცკოვკა გაათავისუფლეს
24-09-2022, 00:05 - 2022
346

უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დონეცკის ოლქში სოფელი იაცკოვკა გაათავისუფლეს და ბახმუტის სამხრეთით პოზიციები გაიუმჯობესეს.

ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი ოპერატიული სამმართველოს ხელმძღვანელის მოადგილეზე, ალექსეი გრომოვზე დაყრდნობით ავრცელებს.

შტურმის შედეგად თავდაცვის ძალების ნაწილებმა კონტროლი დაამყარეს იაცკოვკას დასახლებაზე.

თავდაცვითი ბრძოლების პარალელურად, ჩვენი ჯარები აუმჯობესებენ ტაქტიკურ პოზიციას. ამრიგად, ერთ-ერთი მექანიზებული ბრიგადის ქვედანაყოფების დროული გადაჯგუფებისა და ბრძოლის მაღალი ხარისხით ორგანიზების წყალობით, ჩვენ მოვახერხეთ ადრე დაკარგული პოზიციის აღდგენა და ბახმუტის სამხრეთით მდებარე ტერიტორიაზე პოზიციების კონტროლის უზრუნველყოფა
“, - აღნიშნა ალექსეი გრომოვმა.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა