ბოლო ორ კვირაში სამი სამხედრო გარდაცვლილი ნახეს - ბუნდოვანი საქმეები

ბოლო ორ კვირაში სამი სამხედრო გარდაცვლილი ნახეს - ბუნდოვანი საქმეები

13-02-2022, 00:10 - 2022
1 324
       

ბოლო ორი კვირის განმავლობაში სამი სამხედრო გარდაცვლილი საეჭვო მდგომარეობაში ნახეს.

31 იანვარს 32 წლის სნაიპერი, მევლუდ ბენდელიანი ქობულეთის ტყეში ჩამომხრჩვალი იპოვეს. სნაიპერი მოკლეს თუ თავი მოიკლა ამ დრომდე უცნობია.

რამდენიმე დღის წინ სოფელ ორთაშენთან ავტომაგისტრალის ხიდის ქვეშ შეიარაღებული ძალების ოფიცრის, 45 წლის  შალვა ტაბატაძის ცხედარი იპოვეს. 

სამართალდამცველები ერთადერთ ვერსიად ავტოსაგზაო შემთხვევას ასახელებენ, თუმცა უცნობია სად არის მანქანა, რომლითაც ოფიცერი ავარიაში მოჰყვა.  

8 თებერვალს ტელეკომპანია „მთავარმა არხმა“ გაავრცელა ინფორმაცია ვაზიანის მეოთხე სამხედრო ბრიგადის კაპრალის დათო თურქაძის გარდაცვალების შესახებ.

კაპრალი საკუთარ ავტომობილში ნახეს. არსებული ინფორმაციით, ექსპერტიზის პირველადი დასკვნით  31 წლის ჯარისკაცის გარდაცვალების მიზეზი ნარკოტიკის ზედოზირება გახდა. 

ამ მდრომდე უცნობია დათო თურქაძის გარდაცვალების მიზეზიც.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები