უკრაინის შეიარაღებული ძალების გენშტაბის განცხადებით, უკრაინაში ჯარების გასაძლიერებლად რუსეთმა ქალაქ ტამბოვიდან უკრაინაში გაგზავნა 400 პირი, რომლებიც სისხლის სამართლის დანაშაულისთვის იხდიდნენ სასჯელს.
უწყების ცნობით, გასული დღის განმავლობაში რუსული დაბომბვის შედეგადგ 30-ზე მეტი დასახლების ინფრასტრუქტურა დაზარალდა.
„გარდა ამისა, კრასნოდარის მხარეში „ავღანელი მეომრების“ საზოგადოებრივ ორგანიზაციებს დაევალათ ადგილობრივი მოსახლეობისგან ფულის შეგროვება რეგიონალური მოხალისეთა ბატალიონისთვის თბილი ტანსაცმლის შესაძენად“, - ამბობს უკრაინის გენშტაბი.