კარდინალ კონრად კრაევსკი, რომელიც არის რომის პაპის წარმომადგენელი უკრაინაში, ზაპორიჟიეში ჰუმანიტარული დახმარების დარიგებისას, ცეცხლი გაუხსნეს.
ამის შესახებ ინფორმაციას Vatican News ავრცელებს.
გამოცემის ცნობით, კარდინალს თავშესაფარში დამალვა მოუწია, როცა სამარშრუტო ტაქსით ფრონტის ხაზის მიმდებარე სოფლების მოსახლეობას დახმარება აწვდიდა.
"კარდინალის თქმით, ამ მოგზაურობის დროს, მას შემდეგ, რაც მათ წარმატებით მიიტანეს დახმარება ერთ-ერთ მიმართულებაზე, მეორე ეტაპზე მათ ცეცხლი გაუხსნეს და თავშესაფარში ჩასვლა მოუწიათ.
„პირველად ცხოვრებაში არ ვიცოდი სად გაქცეულიყავი... იმიტომ, რომ მხოლოდ სირბილი არ კმარა, უნდა იცოდე საით...“.
საბოლოოდ ყველაფერი კარგად დამთავრდა, დახმარება ყველა დანიშნულ ადგილას მიიტანეს", - წერს Vatican News.