ტელეკომპანია „რუსთავი 2“-ის საქმის მოსამართლე ბესარიონ ალავიძე ტელეკომპანია „მთავარი არხის“ ეთერში ყვება, რომ ხშირად გადაწყვეტილების მიღება ზეწოლის შედეგად უწევდა.
უზენაესი სასამართლოს ყოფილი მოსამართლე, განმარტავს, რომ მისგან კონკრეტულ გადაწყვეტილებებს ქუჩური გარჩევით და ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარით მოითხოვდნენ.
ბესარიონ ალავიძე ადასტურებს, რომ სასამართლო კლანის ვიწრო, მმართველი ჯგუფი, რომელიც სისტემის შიგნით გასცემს დავალებებს, დირექტივებს პირდაპირ „ქართული ოცნების“ სახელისუფლებო გუნდისგან იღებს.
„მათი მხრიდან არაერთხელ ყოფილა კონკრეტულ საქმეებთან დაკავშირებით შემოთავაზება, რომ მიმეღო გარკვეული სახის გადაწყვეტილებები წინასწარ და იყო თხოვნა, რომ ეს იყო შეთანხმებული ხელისუფლებასთან, სახელმწიფო ინტერესების დაცვას ემსახურებოდა ამგვარი შედეგის დადგომა, რასთან დაკავშირებითაც წინააღმდეგობის გაწევის შემდეგ მე მათთან მომივიდა კონფლიქტი...
მე მინდა პირდაპირ ვთქვა, რომ მათი მხრიდან ამგვარ ჩარევებს აქვს არა ისეთი ხასიათი, აკადემიური ხასიათი, რომ თქვენ ასე ხომ არ ფიქრობთ ან იქნებ კანონში ასე წერია და შეცდომას უშვებთ და რამე ხომ არ გჭირდებათ დახმარება ან რაღაც ასეთი მსგავსი აკადემიური გამოსვლები კი არ ყოფილა მათი მხრიდან, არამედ ქუჩური წესებით საქმის გარჩევა დაბარება კაბინეტებში და პირდაპირ მოწოდება რომ უნდა დადგეს ამა თუ იმ საქმეზე ესა თუ ის შედეგი“, - განაცხადა ალავიძემ.