ოკუპირებული ლუგანსკის ოლქის პრორუსული სეპარატისტული ხელისუფლების გენერალური პროკურორი, სერგეი გორენკო დღეს, თავის ოფისში, აფეთქების შედეგად დაიღუპა.
ამის შესახებ ინფორმაცია თავდაპირველად რუსულმა სახელისუფლებო მედიამ ლუგანსკის ე.წ. შს მინისტრის თანაშემწეზე დაყრდნობით გაავრცელა.
ლუგანსკის ცენტრში მდებარე შენობაში აფეთქება ერთი საათის წინ მოხდა.