უცხოური მედია - პუტინს თავს დაესხნენ, დაცვა გაიქცა

უცხოური მედია - პუტინს თავს დაესხნენ, დაცვა გაიქცა

15-09-2022, 20:01 - 2022
1 680
       

დაუდასტურებელი ინფორმაციით, რომელსაც დასავლური მედია ავრცელებს, ვლადიმერ პუტინის მანქანაზე თავდასხმა განხორციელდა მისი ლიკვიდაციის მიზნით. 

სავარაუდოდ, პუტინის ლიმუზინს მარცხენა წინა საბურავი გასკდა, რასაც  ძლიერი დაკვამლიანებაც მოჰყვა.

პუტინი უვნებელი გადარჩა, თუმცა არსებული ინფორმაციით, მისი დაცვის სამსახურის  რამდენიმე წევრი დააკავეს, რამდენიმე კი გაუჩინარდა სავარაუდოდ იმ მიზეზით, რომ პუტინის გადაადგილების საიდუმლო მარშრუტი გამჟღავნდა. 

ბრიტანული მედიის ინფორმაციით, პრეზიდენტის დაცვის კორტეჟის სამი წევრი გაიქცა და მანქანა რომლითაც ისინი გადაადგილდებოდნენ, შემთხვევიდან რამდენიმე კილომეტრში ცარიელი იპოვეს.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები