ტაჯიკეთ-ყირგიზეთის საზღვარზე სიტუაცია კრიტიკულია -არსებული ინფორმაციით, არის მსხვერპლიც

ტაჯიკეთ-ყირგიზეთის საზღვარზე სიტუაცია კრიტიკულია -არსებული ინფორმაციით, არის მსხვერპლიც

14-09-2022, 13:00 - 2022
637
       

ტაჯიკეთ-ყირგიზეთის საზღვარზე ახალი შეტაკებები დაფიქსირდა.

ცენტრალური აზიის ქვეყნებს შორის საზღვრის შესახებ დავას ორივე მხარე ადასტურებს. 

შეტაკება, მას შემდეგ დაიწყო, რაც ყირგიზმა მესაზღვრეებმა ტაჯიკები დაადანაშაულეს საზღვრის იმ ნაწილში პოზიციების დაკავებაში, რომელიც არ არის შემოსაზღვრული.

ტაჯიკური მხარის განცხადებაში ნათქვამია, რომ ყირგიზმა მესაზღვრეებმა მათ ცეცხლსასროლი იარაღიდან და ნაღმმტყორცნებიდან ცეცხლი გაუხსნეს.

გავრცელდა ინფორმაცია, რომ ინციდენტის შედეგად ერთი ტაჯიკი მესაზღვრე დაიღუპა და ორი კი დაშავდა, თუმცა ეს ინფორმაცია ამ დრომდე დაუდასტურებელია. 

ცნობისთვის, ყირგიზეთიც და ტაჯიკეთიც რუსეთის მოკავშირეები არიან და ორივე ქვეყანაში დგას რუსეთის სამხედრო ბაზა. საზღვრის საკითხებზე ორ ქვეყანას შორის დაპირისპირება ხშირია. გასულ წელს ვითარება უკიდურესად გამწვავდა და თითქმის ომში გადაიზარდა.

       
პოპულარული
მსგავსი სიახლეები