სომხური მედიის ცნობით, გეღარქუნიკის გუბერნიის სოფლიდან, ვერინ შორჟადან ქალები და ბავშვები გაიყვანეს.
მედიის ინფორმაციით, ამ წუთებში, სოფელში მდგომარეობა შედარებით სტაბილურია.
„ამჟამად ბევრს არ ისვრიან, მაგრამ დაძაბულობა არ გასულა, სოფლიდან ქალები და ბავშვები გამოასახლეს, რადგან სიტუაცია შეიძლება ნებისმიერ მომენტში გაუარესდეს და აზერბაიჯანმა სხვა პროვოკაციას მიმართოს“, - ამბობს სოფლის რწმუნებული ერანოსიანი.
შეგახსენებთ, რომ 13 სექტემბერს, 00:05-ზე აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა არტილერიიდან და მსხვილკალიბრიანი შაშხანებიდან ინტენსიური ცეცხლი დაიწყეს გორის, კაპანის, სოტკის, ჯერმუქის, არტანიშისა და იშხანასარის მიმართულებით მიმართულებით, გარდა ამისა აზერბაიჯანის შეიარაღებული ძალები თავს დაესხნენ როგორც სამხედრო, ასევე სამოქალაქო ობიექტებს.