ბრიტანული დაზვერვის ინფორმაციით, გასული კვირის განმავლობაში ხარკოვის ოლქიდან გაყვანილ რუსულ ძალებს 1-ლი გვარდიის სატანკო არმია [1 GTA] წარმოადგენდა, რომლებიც დასავლეთ სამხედრო ოლქს [WEMD] ექვემდებარება.
უწყების ცნობით, 1 GTA რუსეთის ერთ-ერთი ყველაზე ელიტური არმია იყო, რომელიც გამოყოფილი იყო მოსკოვის დაცვისა და NATO-სთან ომის შემთხვევაში კონტრშეტევებისთვის.
„1-ლი გვარდიის სატანკო არმია და სხვა დასავლეთ სამხედრო ოლქის ფორმირებების სერიოზულ ზარალთან ერთად, რუსეთის ჩვეულებრივი ძალები, რომლებიც შექმნილია NATO-სთან დასაპირისპირებლად, ძალიან დასუსტებულია. რუსეთს ამ შესაძლებლობების აღსადგენად, სავარაუდოდ, წლები დასჭირდება“, - წერს დაზვერვა.
Latest Defence Intelligence update on the situation in Ukraine - 13 September 2022
— Ministry of Defence ?? (@DefenceHQ) September 13, 2022
Find out more about the UK government's response: https://t.co/BYZhjLmtmf
?? #StandWithUkraine ?? pic.twitter.com/r0Cf3z3wab