სომხეთისა და აზერბაიჯანის საზღვარზე მომხდარი შეტაკებების შემდეგ, სომხეთმა დასახმარებლად მოსკოვს, კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაციასა (ОДКБ) და გაეროს მიმართა.
მანამდე, 13 სექტემბრის ღამეს ქვეყნის პრემიერ-მინისტრის, ნიკოლ ფაშინიანის თავმჯდომარეობით, სომხეთის უშიშროების საჭოს სხდომა გაიმართა.
სომხური მედიის ინფორმაციით, სხდომაზე გადაწყდა, რომ სომხეთის სუვერენულ ტერიტორიაზე თავდასხმის გამო, მიემართათ რუსეთის ფედერაციისთვის, რათა ამოქმედებულიყო მოსკოვთან გაფორმებული ორმხრივი შეთანხმება მეგობრობასთან, თანამშრომლობასთან და ურთიერთდახამრებასთან დაკავშირებით, ასევე მიემართათ ОДКБ-სა და გაეროს უსაფრთხოების საბჭოსთვის.
სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე შეტაკებები გრძელდება.