სომხეთის თავდაცვის სამინისტროს დილის 08:00 საათის ცნობით, საზღვარზე ვითარება არ შეცვლილა.
უწყება ამბობს, რომ აზერბაიჯანი აგრძელებს არტილერიის, ნაღმტყორცნების, უპილოტო საფრენი აპარატებისა და მსხვილკალიბრიანი იარაღის გამოყენებას.
სომხური მხარის ცნობით, ცეცხლი გახსნილია ვარდენისის, სოტკის, არტანიშის, იშხანასარის, გორისისა და კაპანის მიმართულებით, როგორც სამხედრო, ასევე სამოქალაქო ინფრასტრუქტურის წინააღმდეგ.
აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა სამინისტრო აცხადებს, რომ 12 სექტემბერს ღამით სომხეთის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა აზერბაიჯან-სომხეთის სახელმწიფო საზღვრის დაშქესანის, ქალბაჯარისა და ლაჩინის მიმართულებით ფართომასშტაბიანი პროვოკაცია განახორციელეს.