ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა, რომ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა სომხეთის უშიშროების საბჭოს რიგგარეშე სხდომა მოიწვია.
ასევე, ადგილობრივი მედიის ცნობით, სომხეთში, გიუმრის 102-ე რუსულ ბაზაზე სრული მობილიზაცია გამოცხადდა.
ერევანში კი ამ წუთებში სამთავრობო მანქანების სირენების ხმა ისმის. უცნობია, ეს რას უკავშირდება.
პარალელურად, ცნობილი ხდება რომ უახლოეს პერიოდში განცხადების გაკეთებას გეგმავს აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო.
მანამდე უცხოური მედია უწყებაზე დაყრდნობით არაოფიციალურად წერდა, რომ სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე სროლებს მსხვერპლი მოჰყვა აზერბაიჯანის მხარეს.
დამატებითი ინფორმაცია ამ დროისთვის უცნობია.