უკრაინის გენშტაბის ინფორმაციით, უკრაინელმა სამხედროებმა, ხერსონის ოლქში ოკუპანტებისგან კიდევ 3 სოფელი, ბილოჰირკა, მიროლიუბივკა და სუხი სტავოკი გავათავისუფლეს.
უწყების ინფორმაციით, მიუხედავად წინსვლისა, ოკუპანტები სამოქალაქო ინფრასტრუქტურის დაბომბვას აგრძელებენ.
ხარკოვის ოლქში კრიტიკული ინფრასტრუქტურისა და თბოელექტროსადგურის დაბომვის გამო, მოსახლეობას ელექტროენერგია და წყალმომარაგება კვლავ არ მიეწოდება.