უკრაინა: ბოლო 24 საათში მტერი განდევნილია 20-ზე მეტი დასახლებიდან

უკრაინა: ბოლო 24 საათში მტერი განდევნილია 20-ზე მეტი დასახლებიდან
12-09-2022, 11:33 - 2022
500

უკრაინის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის ინფორმაციით, 11 სექტემბრის მონაცემებით, თავდაცვის ძალებმა რუსებისგან 20-ზე მეტი დასახლებული პუნქტი გაათავისუფლეს.

უწყების ცნობით, ოკუპანტებისგან ტერიტორიების გათავისუფლების ღონისძიებები ხარკოვისა და დონეცკის რეგიონებში გრძელდება.

უკრაინის ცნობით, გასული დღის განმავლობაში მტერმა 18 სარაკეტო და 39 საჰაერო დარტყმა განახორციელა მათ ტერიტორიზე, მათ შორის სამოქალაქო და სამხედრო ობიექტებზე, დაზარალდა 30-ზე მეტი დასახლება. გენშტაბი ამბობს, რომ რუსებმა სარაკეტო იერიში მიიტანეს ხარკოვის თბოელექტროსადგურზე, რომელიც ქალაქის კრიტიკულ ინფრასტრუქტურულ ობიექტს წარმოადგენს.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა