სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან სიტუაცია ისევ დაიძაბა

სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან სიტუაცია ისევ დაიძაბა
12-09-2022, 01:04 - 2022
544

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომელშიც სომხეთის შეიარაღებული ძალები აზერბაიჯანული პოზიციების მიმართულებით სროლაში დაადანაშაულა.

აზერბაიჯანის განცხადების მიხედვით, 10 სექტემბრის დღიდან 11 სექტემბრის დილამდე ქალბაჯარის რაიონში მდებარე სამ დასახლებაში აზერბაიჯანის არმიის პოზიციებს ცეცხლს უხსნიდნენ. 

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროში ამბობენ, რომ საპასუხო ზომები მიიღეს და მოწინააღმდეგე უკუაგდეს. 

სომხეთის თავდაცვის სამინისტროში აზერბაიჯანის განცხადებას დეზინფომრაციას უწოდებენ. მათი თქმით, 10-11 სექტემბერს სომხეთის შეიარაღებულ ძალებს ცეცხლი არ გაუხსნიათ და სიტუაცია სტაბილურია.

კომენტარები
ბოლოს დამატებული
რეკლამა