თურქეთის ინფორმაციით, ბერძნების სანაპირო დაცვის ორმა საპატრულო კატარღამ კომოროს კუნძულების დროშის ქვეშ მცურავ თურქულ გემს ცეცხლი გაუხსნა.
თურქული მედიის ცნობით, ინციდენტი ეგეოსის ზღვაში მოხდა. ცეცხლის გახსნის შედეგად არავინ დაშავებულა. ანკარამ მომხდართან დაკავშირებით გამოძიება დაიწყო.
ბერძნული მხარე აცხადებს, რომ თურქულმა გემმა, რომელიც კუნძულ ლესბოსის თურქეთის სანაპიროსკენ მიცურავდა, უპასუხოდ დატოვა სანაპირო დაცვის გაფრთხილება.
ცნობილია, რომ ბორტზე ეკიპაჟის 18 წევრი იმყოფებოდა, მათ შორის თურქეთის სამი მოქალაქე.